ორშბათი, 20.05.2024, 08:09
მოგესალმები Гость | RSS
VAMPIRES
მთავარი | vampirebis warmoshvebis kabalisturi versia - VAMPIRES FORUM | რეგისტრაცია | შესვლა
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
VAMPIRES FORUM » DRACULA_ » სხვადასხვა ვერსიები ვამპირების წარმოშობის შესახებ » vampirebis warmoshvebis kabalisturi versia (legendis wyaro realobaa)
vampirebis warmoshvebis kabalisturi versia
Vampireთარიღი: ხუთშაბათი, 21.04.2011, 07:36 | შეტყობინება # 1
Рядовой
ჯგუფი: Пользователи
შეტყობინებები: 5
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ვამპირების წარმომავლობის შესახებ უამრავი წყარო არსებობს. ბიბლიური და აპოკრიფული წიგნები, მაგალითად ბიბლიის შესაქმისის წიგნი და აპოკრიფული ეპისტოლე ენუქისა, ვამპირების ბიბლიად წოდებული ლამექის ევანგელია, სისხლის წიგნი, წყვდიადის წიგნი, სიცრუის ჭეშმარიტება და სხვა მრავალი გრიმუარი.
პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ვამპირთა როგორც ასეთის, წარმოშვების მათი ცხოვრების წესის, ძალის ,ძალაუფლების, მოქმედების თავისებურებების შესახებ არსებობს უამრავი ლეგენდა სხვადასხვა ერებსა და ხალხებში ამიტომ გასაგები მიზეზის გამო ყველა მათგანის შესახებ საკუთარ კომენტარს მხოლოდ ერთ თემაში ვერ გავაკეთებ, ეტაპობრივად კი თითოეულ მათგანს განვიხილავ მომავალში და ცოდნას რომელსაც ამ ძალიან მოხერხებული და შენიღბვის უნიკალური ოსტატობის მქონე პიროვნებების შესახებ თქვენც გაგაცნობთ ძვირფასო თანაფორუმელებო, არსებობს სკანდინავიური ლეგენდა, რომლის მოხედვითაც ქაოსის ღმერთებმა შექმნეს ზეარსებები უძველესი რასის ელდარელების წარმომადგენლებისაგან, ლეგენდის შინაარსში შეიმჩნევა სიმართლის ელემენტები ვინაიდან, შავი ელდარელები წარმოადგენდნენ სწორედ უძველეს რასას, ზებუნებრივი თვისებებითა და ადამიანებისთვის საკვირველი და არაბუნებრივი შესაძლებლობებით იყვნენ აღჭურვილნი, მაგრამ ისინი არ იყვნენ ადამიანები, კაბალისტური ლეგენდის ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით კი მათ დასაბამი მისცა, ანგელოზისა და ადამიანის სქესობრივი აქტის შედეგად გაჩენილმა ახალმა რასამ. ყველაფერი კი ასე დაიწყო.
კაცობრიობის ჩამოყალიბებისა და გამრავლება განვითარების ადრეულ ეტაპზე ( იგულისხმება ადამისა და ევას მიერ წარმოშობილი შთამომავლის ბიბლიური პერსონაჟის ნოეს დროინდელი ეპოქა ) ღვთის მიერ შექმნილმა პიროვნებებმა ანგელოზებმა, რომლებიც აკვირდებოდნენ კაცობრიობის გამრავლების პროცესს დაინახეს რომ ადამიანთა ქალიშვილები იყვნენ ულამაზესები და სექსუალური ლტოლვა გაუჩნდათ მათ მიმართ. ანგელოზთა როცხვი იყო 200 ვისაც ასეთი ლტოლვა გაუჩნდა ადამიანის შვილების მიმართ. მათ უთხრეს ერთმანეთს "შევისხათ ხორცი, ცოლად მოვიყვანოთ კაცთა შვილები და გაგვიჩენენ ისინი შთამომავალთ" მათმა მეთაურმა ანგელოზმა სახელად სემიაზამ შეიტყო რა მათი ამ განზრახვის შესახებ უთხრა მათ " მეშინია რომ თქვენ გადაიფიქრებთ განზრახულს, მაშინ მხოლოდ მე მომიწევს პასუხისგება ღვთის წინაშე ამ უდიდესი ცოდვისთვის " ისმინეს რა ეს სიტყვები ანგელოზთა დასმა უთხრეს სემიაზას: "ჩვენ ყველანი შევფიცავთ და ფიცით შევიკვრებით ერთმანეთთან, რომ განზრახულს განვახორციელებთ"
ეს ყველაფერი რასაც გიყვებით მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი, რომ არ არის მოვიყვან ციტატას წიგნიდან, საიდანაც ამ ცოდნას ვფლობ და იმედია გასაგები გახდება თქვენთვის ძვირფასო თანაფორუმელებო რომ ჩემს პოსტს გააჩნია ისტორიული წყარო. (გრიმუარი ენუქისა)
1. И случилось, - после того как сыны человеческие умножились в те дни, у них родились красивые и прелестные дочери.

2. И ангелы, сыны неба, увидели их, и возжелали их, и сказали друг другу: "Давайте выберем себе жен в среде сынов человеческих и родим себе детей"!

3. И Семъйяза, начальник их, сказал им: "Я боюсь, что вы не захотите привести в исполнение это дело и тогда я один должен буду искупать этот великий грех".

4. Тогда все они ответили ему и сказали: " Мы все поклянемся клятвою и обяжемся друг другу заклятиями не оставлять этого намерения, но привести его в исполнение".

5. Тогда поклялись все они вместе и обязались в этом все друг другу заклятиями: было же их всего двести.

6. И они спустились на Ардис, который есть вершина горы Ермон; и они назвали её горою Ермон, потому что поклялись на ней и изрекли друг другу заклятия.
აი სახელები ამ ანგელოზთა წინამძღოლებისა: სემიაზა მათი მთავარი, ურაკიბარამეელი, აკიბაელი, თამიელი, რამუელი, დანელი, ეზეკერელი, სარაკუაელი, აზაელი, ბათრაალი, ანანი, ცაკებე, სამსავაელი, სართაელი, თურელი, იომიაელი, არაზიაელი. ესენი არიან ხელმძღვანელები იმ 200 ანგელოზისა რომელთაც აცდუნეს ისინი დანარჩენებმაც გაიზიარეს მათი განზრახვა.
მათ შეისხეს ხორციელი სხეული და ცოლად მოიყვანეს ადამიანთა შვილები, თიტოეულმა მათგანმა აირჩია ერთი ქალიშვილი ცოლად, შევიდნენ მათთან და ქალებმა უშვეს შთამომავალნი. თავის ძეებს ანგელოზები ასწავლიდნენ ჯადოქრობას და განუცხადეს ზეციური საიდუმლოებები. მათი შთამომავლები სიმაღლით და ფიზიკური ძალით აღემატებოდნენ ადამიანთა შვილებს, მათ შეჭამეს ყველაფერი რაც საკვებად გააჩნდა ადამიანს, მაგრამ არ მიიღო მათმა ორგანიზმმა ეს საკვები მაშინ ანგელოზმა აზაელმა უთხრა მათ გამოიკვებეთ ადამიანთა სისხლით, "ვინაიდან სიცოცხლეა მათ სისხლში".
11. Тогда исполины обратились против самих людей, чтобы пожирать их.
მგონი ყველაფერი გასაგებია, ანგელოზთა მიერ ნაშობი პიროვნებების საკვებად გახდნენ ადამიანთა მიერ ნაშობი შვილები. ეხლა მივყვეთ მოვლენებს.
12. И они стали согрешать по отношению к птицам и зверям, и тому, что движется, и рыбам, и стали пить из него кровь.

13. Тогда сетовала земля на нечестивых.
როგორც ვხედავთ ცოდვით დაცემულ ანგელოზთა ეს შთამომავალნი, ცხოველებისა და ფრინველების სისხლსაც მშვენივრად მიირთმევდნენ. ეს მოვლენა რასაც ეხლა მე აქ ვწერ ბიბლიის დაბადების წიგნშიც არის მოყვანილი ოღონდ არა ესე ვრცლად და გასაგებად, ლაკონურად და სასხვათაშორისოდ არის შეფარვით დაწერილი, მარტივი მიზეზების გამო, რომის კათოლიკური ეკლესიის ზოგიერთმა მესვეურებმა (იგულისხმება კარდინალთა საბჭო) მოხერხებულად ამოგლიჯეს ბიბლიიდან სიმართლე და გააბუნდოვნეს, სამაგიეროდ შექმნეს ათასი ორდენი ამ რასის წარმომადგენლებისაგან "წმინდა სისხლის" ანუ აბრაამის შტოდან გამოსული შთამომავლობის დასაცავად, წმინდა სისხლის მქონე ადამიანები ქრისტეს ხორციელ ნათესავებად მოიაზრებიან, თუმცა მოვლენებს ნუ გავუსწრებთ და თემას დავუბრუნდეთ.
ანგელოზმა აზაელმა ასწავლა მამრობითი სქესის წარმომადგენლებს მათი შთამომავლობისა, საბრძოლო იარაღების კეთება და ბრძოლის ხელოვნება, ხოლო მდედრობითი სქესის შთამომავლებს სამკაულებისა და პარფიუმერიის დამზადება.
მოხდა სისხლის აღრევა სქესობრივი გზით მათსა და ადამიანებს შორის, მათ შთამომავლობასა და ადამიანთა შთამომავლობას შორის და ცოდვით დამძიმდა მიწა. ანგელოზმა ამეზარაკმა ასწავლა მათ ყველა სახის შელოცვა, ანგელოზმა არმაროსმა კი შელოცვისაგან გათავისუფლება.Баракал - наблюдению над звёздами, ანუ ზოდიაქოს ეტლებზში მოძრავ პლანეტებზე დაკვირვება, ასტრადელმა კი მთვარის ფაზები ზოგადად ასტროლოგია.И когда люди погибли, они возопили и голос их проник к небу.
მაშინ შეხედეს მიწას ანგელოზებმა: მიქაელმა, გაბრიელმა, სურიანმა და ურიელმა ციდან და დაინახეს, თუ როგორ იღვრებოდა ადამიანთა სისხლი და უსამართლობა სუფევდა მიწაზე. და უთხრეს მათ ერთმანეთს: "ხალხის ღაღადმა გაუკაცრიელებული მიწიდან მოაღწია ცის კარიბჭეს" და უთხრეს მათ თავის ღმერთსა და მეფეს: " ბატონთ ბატონო, ღმერთების ღმერთო, მეფეთ მეფეო, ძალაუფლება შენი სიტყვისა მოქმედებს მთელს სამყაროზე, ყოველივე შენი შექმნილია და მმართველობა ყველაფრის შენ გეკუთვნის, ყოველივე გახსნილი და აღმოჩენილია შენს წინაშე, შენ ხედავ ყველაფერს და არაფერია დამალული შენგან, ასე რომ შეხედე რა ჩაიდინა აზაელმა, გაამრავლა ცოდვა მიწაზე და გაუხსნა (ასწავლა) ცის საიდომლო შთამომავალთ და შელოცვები ასწავლა სემიაზამ, რომელსაც შენ მიეცი ძალაუფლება ყოფილიყო მეთაური მაცნეების. შენი იცოდი ამის შესახებ სანამ ეს მოხდებოდა და შენ იცი მათი საქმენი, მაგრამ არაფერს გვეუბნები ჩვენ. რა უნდა ვქნათ ჩვენ? რა ვუყოთ მათ ამ ყველაფრის ჩადენისთვის? ამის შემდეგ ღმერთმა უთხრა ანგელოზ არსიალალიურს, მიდი ნოესთან ლამექის ძესთან (ეს ის ლამექია რომელმაც სიცოცხლის პერიოდში დაწერა ამ არსებების შესახებ ევანგელია, ხოლო ბიბლიურ პერსონაჟს ნოეს ანუ ლამექის ვაჟს ალბათ ასე თუ ისე ყველა ქრისტიანი იცნობს) და გააფრთხილე ის და მისი ოჯახი რომ დაიმალონ ვინაიდან გადავწყვიტე გავანადგურო მიწაზე ყველა ვინც შესცოდა. და ასწავლე მას როგორ გადარჩეს, რომ მისი ოჯახი შემოვინახოთ მთელი მოწისთვის. და უთხრა ღმერთმა ანგელოზ რაფაელს: შეუკარი ხელ ფეხი აზაელს, წაათრიე უდაბნოში და დამარხე მიწაში ღრმად, დაბეჭდე შელოცვით და დაადე მძიმე და წვეტიანი ქვა. დააფარე ტყავი და დაუფარე სახე, რომ ვერ შეძლოს სინათლის ხილვა და დარჩეს იქ სამუდამოდ. და დიდი სამსჯავროს დღეს ის იქნება ჩაგდებული ცეცხლში, და გაამთელე მიწა და ყველა მისი ცოდვა მიეწერება აზაელს.
და უთხრა ღმერთმა ანგელოზ გაბრიელს წადი და სიკვდილით დახოცე ყველა მათი შთამომავალი, და სისხლისმსმელთა შვილები, ისინი იმედოვნებენ სამუდამო სიცოცხლეს და დაგიწყებენ ხვეწნას, არ დაინდო ისინი გაბრიელ რამეთუ იციან ნაყოფი სიცოცხლის ხის. და უთხრა ღმერთმა ანგელოზ მიქაელს ერთად შეკრიბე სემიაზას შვილები და აყურებინე სემიაზას როგორ ნადგურდება მისი მოდგმა, ხოლო როდესაც დაინახავს მათი საყვარელი ძეების მოკვდინებას, ძლიერად შეჰკარი ის და ჩააგდე მიწის ქვეშ უფსკრულში სამოცდაათ თაობამდე როდესაც დადგება განკითხვის დღე.
მოკლედ როგორც ვხედავთ ღმერთმა გადაწყვიტა ე.წ ვამპირების ანუ ანგელოზთა და ადამიანთა სექსის ნაყოფი სისხლისმსმელების განადგურება და შესაბამისი დავალებაც მისცა მთავარანგელოზებს, ამ პროცესში განადგურდა ცოდვილ ადამიანთა მოდგმაც, ხოლო დანარჩენმა ანგელოზებმა რომელთაც დაინახეს თუ როგორ ისჯებოდა სემიაზა და აზაელი განიძარცვეს ხორციელი სხეული და სასუფეველში ეახლნენ უფალს შენდობის თხოვნით, მაგრამ დაცემული ანგელოზი, რომ უკვე დემონია ეს მარტივი ჭეშმარიტება დაავიწყდათ:)) ისინი დაატყვევა უფალმა და განკითხვის დღისთვის შემოინახა განსასჯელად ერთ ერთ სავანეში. ამ პროცესს მშვიდად ადევნებდა თვალს წყვდიადის იმპერატორი ლუციფერი, რომელიც მანამდეც თანამშრომლობდა სექსისმოტრფიალე ანგელოზთა დასთან და გეგმებსაც აწყობდა სამომავლოდ, წარღვნით მოისპო ყველა ცოცხალი ადამიანი დედამიწაზე რომელთაც რაიმე "კავშირი" ჰქონდათ ხორცშესხმულ ანგელოზებთან და მათ შთამომავლებთან, მხოლოდ ნოე და მისი ოჯახის წევრები გადარჩნენ, რომლებმაც თავი შეაფარეს უფლის მითითებით აშენებულ კიდობანს. გამოხდა ხანი ნოეს სახლეულიდან კაცობრიობა გამრავლდა და ერებად და სახელმწიფოებად ჩამოყალიბდნენ იმ ჟამს (დაახლოებით ჩვ.წ.აღ-მდე მე-4 ათასწლეულში) როდესაც იუდეველთა სამეფოს უფლისაგან ცხებული მეფე სოლომონი მართავდა ( სოლომონ ბრძენად წოდებული მეფე, ძე დავითისა) ლუციფერმა გადაწყვიტა სირიის უდაბნოშო დამარხული დაცემული ანგელოზის აზაელის გათავისუფლება, რომელიც მანამდეც რამოდენიმეჯერ სცადა ეგვიპტელი ქურუმების დახმარებით, მაგრამ ანგელოზ რაფაელის მიერ დადებულ ბეჭედს ვერაფერი მოუხერხა, მაგრამ ეშმაკი რისი ეშმაკია თუ ეშმაკობაზე ხელი ჩაიქნია:))) და აი რა მოიფიქრა მან: შეიტყო რა, რომ სოლომონ მეფეს ჰქონდა იაჰვესგან მიცემული ციური ბეჭდების ახსნის ძალაუფლება, (რითაც სოლომონმა სხვათაშორის მთელი წყვდიადის საუფლო დაიმორჩილა და დემონებს აშენებინა იერუსალიმის ტაძარი) გადაწყვიტა რომ თავად სოლომონი გამოეყენებინა აზაელის გასათავისუფლებლად, ამ მიზნით მან ჯერ ბაბილონის დედოფალი მიუგზავნა შესაცდენად შემდეგ კი ქალდეველი ქურუმის უმშვენიერესი ქალიშვილი, სოლომონი მიუხედავად იმისა რომ ბრძენ მეფედ იწოდება გაეხვა ამ ეშმაკის მიერ დაგებულ მახეში და ქალდეველ ლამაზმანის შერთვის სანაცვლოდ მან ახსნა უფლის ბეჭედი დაცემულ ანგელოზ აზაელს, დემონ ბაალს ტაძარი აუშენა და ასე ვთქვათ თავად გაცდა ცოდვილი. გათავისუფლებულმა აზაელმა მიიღო ლუციფერისგან პატივი წყვდიადის მხედრობის მხედართმთავრისა, მაგრამ სანამ ხორცს განიძარცვავდა ერთი ხელი სექსი კიდევ მოასწრო ეგვიპტელ ლამაზმანთან სახელად ნამორა, რომელმაც შვა ძე სახელად რუა, რუა პირველი ვამპირი იყო მსგავსი არსებების განადგურების შემდეგ, არა სისხლისწოვა მასაც შეეძლო მაგრამ საშინელი შეზღუდვების ქვეშ აღმოჩნდა, ვეღარ გაიზარდა 33 წლის შემდეგ, მზის შუქზე ნადგურდებოდა რადგან ღმერთმა არ ისურვა მისნაირებისთვის მზის შუქის ხილვა, ღმერთმა დაადგინა, მისი ნებართვის გარეშე ანგელოზს ხორციელი სხეულის შესხმა აღარ შესძლებოდა და თუ ვინმე მსგავსს გაბედავდა ნათელი წაართმევდა მას სხეულს თვით აზაელიც ღამით გაათავისუფლა ლუციფერმა საბყრობილიდან წყევლა აღმოჩნდა რომ მხოლოდ ანგელოზებზე კი არა მათ შთამომავლებზეც ვრცელდებოდა ისევე როგორც ადამის შთამომავლებზე სიკვდილი, რუა განდეგილი იყო შთამომავლობის გარეშე სიმარტოვეში იტანჯებოდა მხოლოდ და მხოლოდ სისხლით იკვებებოდა და სეთის ტაძრის ერთ ერთი ქურუმის მოვალეობას ასრულებდა მან პრეტენზიები წაუყენა მშობელ აზაელს და მსგავსი რასის შექმნა მოსთხოვა, მაგრამ აზაელს უკვე აღარ შეეძლო ხორცის შესხმა აქაც ლუციფერმა იაქტიურა და რუას უთხრა: "სიცოცხლე სისხლშია და მიეცი სისხლი კაცის ძეს რომ შენი მსგავსი გახდეს და მარადიულად იცოცხლოსო", თან გააფრთხილა შეარჩიე ძლიერი და ახოვანი ლამაზი და ბრძენი ხალხი მხოლოდ მათ გადაეცი უკვდავების გასაღებიო და როცა დრო მოაწევს თქვენ იქნებით ჩემი არმია მიწაზეო. აი რას წერს მოციქული იოანე ლუციფერის მიზიერ არმიაზე გამოცხადების წიგნში.
იოანეს გამოცხადება თავი9
1. მეხუთე ანგელოზმა დაუკრა ბუკი და ვიხილე ციდან დედამიწაზე ჩამოვარდნილი ვარსკვლავი, და მიეცა მას უფსკრულის ჯურღმულის გასაღები.
2. მან გახსნა უფსკრულის ჯურღმული და ამოვიდა კვამლი ჯურღმულიდან, თითქოს დიდი ღუმლის კვამლი და დაბნელდა მზე და ჰაერი ჯურღმულიდან კვამლისაგან.
3. და კვამლიდან გამოვიდნენ კალიები დედამიწაზე, და მიეცა მათ ძალა როგორიც აქვთ ძალა დედამიწის მორიელთ.
4. და ეთქვა მათ რომ არ დაეზიანებინათ არავითარი ბალახეულობა და დედამიწის მწვანილეულობა და არავითარი ხე არამედ მხოლოდ ადამიანები, რომელთაც თავიანთ შუბლზე არა აქვთ ღმერთის ბეჭედი.
5. და მიეცათ მათ არ მოეკლათ ისინი არამედ წამებულიყვნენ ხუთ თვეს, და მათი წამება ჰგავს წამებას მორიელისაგან როდესაც ადამიანს უკბენს.
6. იმ დღეებში ადამიანები მოძებნიან სიკვდილს, მაგრამ ვერ იპოვიან მას, მოისურვებენ სიკვდილს, მაგრამ სიკვდილი გაურბით მათ.
7. შესახედაობით კალიები წააგავდნენ საომრად გამზადებულ ცხენებს, და მათ თავებზე გვირგვინები მსგავსი ოქროსი, და მათი სახეები როგორც ადამიანთა სახეები.
8. და ჰქონდათ თმები როგორც დედაკაცთა თმები, ხოლო მათი ეშვები იყო როგორც ლომისა.
9. და ჰქონდათ ჯავშანი როგორც რკინისა და მათი ფრთების ხმა, როგორც მრავალ საომრად მორბენალ ცხენთა ეტლების ხმა.
10. და ჰქონდათ კუდები მსგავსი მორიელთა და მათ კუდებში მათი ძალაუფლება ხუთ თვეს აწამონ ადამიანები.
11. თავიანთ თავზე მეფედ ჰყავთ უფსკრულის ანგელოზი რომელსაც ებრაულიდ ჰქვია აბადონი ხოლო ბერძნები აპოლიონს ეძახიან
ეს არის ერთ ერთი ვერსია ვამპირების წარმოშობისა, თუმცა ლამექი მათ განიხილავს როგორც კაენის "პირველი მკვლელის" შთამომავლობას მომავალში ამ ვერსიაზე და სხვა მრავალზე მათ შესახებ დავწერ.

 
VAMPIRES FORUM » DRACULA_ » სხვადასხვა ვერსიები ვამპირების წარმოშობის შესახებ » vampirebis warmoshvebis kabalisturi versia (legendis wyaro realobaa)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

Copyright MyCorp © 2024