Vampire | თარიღი: ხუთშაბათი, 21.04.2011, 11:39 | შეტყობინება # 1 |
Рядовой
ჯგუფი: Пользователи
შეტყობინებები: 5
სტატუსი: Offline
| მე-19 საუკუნის ირლანდიელი მწერლის – ბრემ სტოკერის ნაწარმოებში “დრაკულა” ასახულია ვამპირების ქცევა. წიგნი სწრაფად გახდა ბესტსელერი და დღემდე იქცევს საზოგადოების ყურადღებას. დრაკულას პროტოტიპი მე-15 საუკუნეში მცხოვრები რუმინელი თავადი, ვლად ცეპეში იყო. თავადმა სახელი ორი განსხვავებული თვისებით გაითქვა – განსაკუთრებული სიმამაცით, რომლითაც ის ქვეყნის მტრებს – თურქებს ებრძოდა, და კიდევ უფრო გამორჩეული სისასტიკით, რომლითაც ტყვეებსა და დაუმორჩილებელ ქვეშემდრომებს უსწორდებოდა. ლეგენდის მიხედვით, მეფემ თავადი დრაკონის ორდენით დააჯილდოვა. სწორედ აქედან მოდის მისი მეტსახელი “დრაკულა”. ვლად პეცეში სიკვდილის შემდეგაც განაგრძობდა სიცოცხლეს, რისთვისაც მას მუდმივად სჭირდებოდა ადამიანის სისხლი.
|
|
| |